სამცხე-ჯავახეთი
გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმები სწორად დაითვალეს – NDI
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
30 იანვარი 2019
შეკითხვაზე, რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა არჩევნების პირველ ტურში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოკითხულთა ხმების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: 24 % - „სრულად დარწმუნებული ვარ“, 24 % - „ნაწილობრივ დარწმუნებული ვარ“, 15 % - „ნაკლებად ვარ დარწმუნებული“, 11 % - საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, 19 % - „არ ვიცი“, დარჩენილმა ნაწილმა კი პასუხზე უარი არ იცის.რაც შეეხება მეორე ტურს, 25 % „სრულად დარწმუნებულია“, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა, 28 % „ნაწილობრივ დარწმუნებულია“, 16 % „ნაკლებადაა დარწმუნებული“, 14 % „სრულიად არ არის დარწმუნებული“, დანარჩენებმა კი ან არ იციან, ან პასუხზე უარს აცხადებენ.კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.[sknews.ge]