შიდა ქართლი
ცხინვალში 30 წლის მამაკაცი კგბ-ს თანამშრომელმა მოკლა
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
22 ივლისი 2022
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურის ინფორმაციით, ცხინვალში
მამაკაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მოკლა,
ხოლო ფაქტი ორმა გამომძიებელმა დამალა.
ამის შესახებ სააგენტო ,,რესი იტყობინება. მკვლელობის ფაქტი 2022
წლის 3 ივნისს მოხდა.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტებაში ეჭვმიტანილია. 3 ივნისს სამხრეთ ოსეთის
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აღძრა სისხლის
სამართლის საქმე სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც
გაუფრთხილებლობით გამოიწვია 1992 წელს დაბადებული სარმატ ფელიქსის ძე
ქუმარიტოვის გარდაცვალება. ზემოაღნიშნულ დანაშაულზე, გენერალური
პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა 15 ივლისს დააკავა სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ეჭვმიტანილთან დაკავშირებით
ცხინვალის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება –
პატიმრობა 2 თვის ვადით", - ნათქვამია ცხინვალის პროკურატურის
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
პოლიციელები წინასწარი პატიმრობიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაუშვეს.