შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

 ანსამბლი „ბოლნელა“  „არტ-გენი 2018“ -ზე დღეს წარსდგება

კულტურა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2018

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8 ივლისს დაიწყო „არტ-გენი 2018“-ის“ თბილისის ტური, რომელიც მაყურებელს  ბევრ საინტერესო სიახლესთან ერთად ჰიპ-ჰოპის დღეს სთავაზობს. ერთი კვირის განმავლობაში არტ-გენის ფარგლებში წარმოდგენილია ქართული რეწვის გამოფენები, ტრადიციულად მოწყობილია ჰამაკების და პუფების ზონა, ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები „არტ-გენი 2018“ 15 ივლისის ჩათვლით გაწერილი პროგრამით მიმდინარეობს. 11 ივლისს,  ფოლკლორის დღეს, „ბოლნელა“ წარსდგება მაყურებლის წინაშე.

წლების მანძილზე აღნიშნულმა ფესტივალმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს.  „არტგენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში  ფესტივალმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა, მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით „არტგენს“ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს  მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია