შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კულტურის სახლმა შემოქმედებითი ჯგუფების პრეზენტაცია მოაწყო

კულტურა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლმა ახალი 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება გამოფენითა და წრეობრივი და სტუდიური შემოქმედებითი ჯგუფების პრეზენტაციით დაიწყო. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქორეოგრაფიული ანსამბლების „თამარიონის“ და „სიონის“ სურათები, ნახატები და თექის ნამუშევრები გამოიფინა, დარიგდა ფლაერები, სადაც წრეების ხელმძღვანელების საკონტაქტო ნომრები იყო დაბეჭდილი.  არსებულ წრეებთან ერთად იხსნება ვოკალური სტუდია „ ლოლი-პოპი“, რომელსაც უხელმძღვანელებს „ენკი-ბენკის“ ვოკალის პედაგოგი ეკა დავითაშვილი.

„პირველ რიგში გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ყველა მოსწავლეს ვუსურვებ ბედნიერ,  წარმატებულ მომავალს.  ამ ფორმით ვეხმიანებით ახალ სასწავლო წელს.  ვაკეთებთ ერთგვარ პრეზენტაციას  მოქმედი წრეების შესახებ. გამვლელთაგან ბევრმა არც კი იცოდა ამის შესახებ.   სიახლეა  ის, რომ  გვემატება ახალი ვოკალური სტუდია პროფესიონალი, „ენკი-ბენკის“ ვოკალის პედაგოგის ხელმძღვანელობით. ასე, რომ ველით მოსწავლეებს როგორც ახალ, ასევე უკვე მოქმედ წრეებსა და შემოქმედებით ჯგუფებში“. განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის  კულტურის სახლის მენეჯერმა მზევიკო ხომასურიძემ.

კულტურის სახლი სრულ მზადყოფნაშია მიიღოს და ხელოვნებას აზიაროს   ნებისმიერი მსურველი.

 


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია