კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხარებას“ მომღერალი უჩა ვალიშვილი გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აგვისტო 2022
ფოლკლორულ ანსამბლ "ხარებას" მომღერალი და გურჯაანის სახელმწიფო თოჯინების თეატრის მსახიობი უჩა ვალიშვილი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უჩას რამდენიმე თვის წინ შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

მას თურქეთსა და საქართველოში ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია კუჭზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს თურქეთში და ამ დრომდე იქ მკურნალობდა. 

უჩას დასახმარებლად მთელი გურჯაანი გაერთიანებული იყო, აგროვებდნენ თანხას და ჩატარდა სხვადასხვა აქციაც. 

მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

speqtri.ge სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ანსამბლის წევრებსა და მეგობრებს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია