შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კასპში ნატბეურას დასახლებაში ფერდობიდან წყალმა გამოხეთქა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 თებერვალი 2019
წუხელ წყლის მოვარდნის გამო ნატბეურას დასახლებიდან 5 ოჯახი გაიყვანეს. ამის შესახებ qartli.ge-ს კასპის წყალმომარაგების სამსახურიდან აცნობეს. სამსახურის ხელმძღვანელის, ჯუმბერ თავშავაძის განცხადებით, დასახლებში ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით წყალი ფერდობიდან წამოვიდა. მოსახლეობა ეჭვობს, რომ წყლის გაჟონვა 5-6 წლის წინ გაკეთებულ ავზიდან მოხდა. თუმცა, ,,კასპიწყალის" წარმომადგენელი ამ ვერსიას გამორიცხავს. პრევენციის მიზნით, წუხელ სასმელი წყლის ავზი მაინც დაცალეს. ,,ჩამოსულები არიან გეოლოგები და სიტუაციას სწავლობენ" - აცხადებს კასპიწყალის დირექტორი. ნატბეურას მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა ფერდობზე წყალი კვლავ იყოს დაგროვებული, რაც მეწყერსაშიშროებას ქმნის. წუხელ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  აღმოსავლეთ საქართველოში წვიმდა კიდეც.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია