შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მორიგი ავარია ტყვიავის გზაზე - ტირძნისში კი მანქანა ქალს დაეჯახა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 თებერვალი 2019
დღეს დილით მერსედესის მარკის ავტომანქანა ტყვიავი-გორის გზაზე ხეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა. დაზიანებული მანქანის ფოტო მოქალაქემ გადაიღო. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. შედარებით მძიმედ დაშავდა ქალი, რომელსაც სოფელ ტირძნისთან მანქანა დაეჯახა. ის სოფელ მეღვრეკისში მიდიოდა. qartli.ge წერდა, რომ ტყვიავი-გორის გზაზე ავტომანქანების ავარიების შემთხვევები გახშირებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ მოძრაობს. ამავე თემაზე: 2019 წლის 15 იანვარი - ძევერასთან მანქანა ხეს დაეჯახა - დაიღუპა ქმარი და ფეხმძიმე მეუღლე 2019 წელის 31 იანვარი - დაიღუპა ორი მამაკაცი - ავარია ტყვიავი-ქიწნისის გზაზე 2019 წლის 10 იანვარი - ,,უყვარდა სეირნობა" - კარალეთში მანქანა დაეჯახა 80-წლის მამაკაცს 2018 წლის 23 აგვისტო - ტყვიავი-კარალეთის გზაზე ავარიისას ორი ქალი დაიღუპა 2017 წლის 10 ოქტომბერი - ტყვიავთან 82-წლის ქალის დაღუპვის ფაქტზე შავი მერსედესი ფიგურირებს
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია