გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ერთადერთი რაც „კლანს“ წააქცევს, არის ერთიანი ფრონტი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 თებერვალი 2019

შევთანხმდით, რომ ერთადერთი რაც წააქცევს "კლანს" და იმ შავ-ბნელ ძალას, რომელიც მას მფარველობს, არის ერთიანი ფრონტი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ პარლამენტში ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს პარლამენტში შეხვდნენ.

ანა დოლიძის თქმით, ამ საკითხზე შეხვედრას ყველა დაინტერესებულ მხარესთან გააგრძელებენ.

„შევხვდებით ყველა მოქალაქეს, ვისაც ადარდებს „კლანის“ არსებობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ორგანიზაციასთან, ვისაც ეს ადარდებს",- განაცხადა ანა დოლიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია