შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყველაზე გულსატკენი ის გახლავთ, რომ იდიოტები დაგვცინიან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 თებერვალი 2019

"იდიოტო ხელისუფლებავ და გაცილებით კიდევ უფრო იდიოტო მოსახლეობავ, თქვენზე არანაკლებ იდიოტმა კაცმა, შემიძლია დავსვა ერთი მარტივი კითხვა? (ოღონდ არა იდიოტური) 
კერძოდ: დაკავებულია ათეულობით ადამიანი, რომელსაც ინბოქსში გადაუგზავნეს ფარული ვიდეო.
აღნიშნულ ფაქტამდე პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა და მათ შორის ბატონმა ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ეს კადრები მას საკუთარმა რძალმა გადაუგზავნა. სხვების შემთხვევაში მსგავსი ვიდეო მასალა ხელისუფლების ჩინოვნიკებმა ახლობლებისგან მიიღეს.
კითხვა: დააკავეთ, თუ არა ჭიჭინაძის რძალი აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთვის, ან იმ ჩინოვნიკთა ახლობლები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი?
პ.ს. ცინიზმსაც გააჩნია ზღვარი და შესაბამისად არა მარაზმატიკული ცინიზმით შევეცადე ამეხსნა, რომ მთავრობაც და მოსახლეობის დიდი ნაწილი გლობალური მასტურბაციის პროცესშია!
ყველაზე გულსატკენი კი ის გახლავთ, რომ იდიოტები დაგვცინიან და ჩვენ იდიოტური ღიმილით ვპასუხობთ"-წერს საფრანგეთში მოღვაწე, AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში, ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულების თემასტან დაკავშირებით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია