გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხმელეთზე გემის ძიებით გართულნი ვეღარ ვხედავთ ზღვის მშვენიერებას..."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 თებერვალი 2019

"დღეს უკვე იმ ნიშნულს მივაღწიე, რომელსაც დაღლა ჰქვია. უღიმღამოდ გადავამოწმე მეილი, შემდეგ ჩემს ფეისს გვერდს ჩავუყევი და ძალიან პოზიტიური ფოტო ვიპოვე. ფოტო, რომელიც სიკეთეს და ბედნიერებას ასხივებდა.  

აქ არ ყოფილა მდიდრული ადგილები და მდიდრულ სამოსში გამოწყობილი ბიჭუნა. მეტიც, ეს იყო გაუსაძლისი ყოფის კიდევ ერთი გამოვლინება, მაგრამ მასში იყო რაღაც ძალიან დიდი, რომელსაც სიხარულს ვუწოდებთ. სიხარულს, რომელიც ბევრ წინააღმდეგობასთან არის დაკავშირებული.

აი, მაშინ კიდევ ერთხელ ამომიტივტივდა კითხვა, რომელიც არცთუ იშვიათად მაწუხებს: ვიბრძვით, ყოველდღიურად ვიბრძვით. მაგრამ რისთვის? ბედნიერებისთვის, წარმატებისთვის, ლიდერობისთვის? თუმცა ყოველი მეორე ადამიანი უკმაყოფილოა, ჩაფიქრებულია, ცხოვრებით დაღლილია.  არადა ჩვენს საქმეს უკვე ნაწილს კომპიუტერი აკეთებს, ან თუნდაც სარეცხი მანქანა, ანაც მტვერსასრუტი აპარატი. მაგრამ დაღონებული სახეების რიცხვი არ იკლებს, პირიქით.

მაშინ რა არის მიზეზი?

იქნებ ის, რომ ამ ყველაფრის ძიებაში, მატერიით თვალდახუჭულნი ვივიწყებთ რეალობას. ცხოვრებას, არსებობით ვცვლით. ვემსგავსებით მუზეუმისთვის განკუთვნილ ექსპონანტებს. ვარსებობობთ, მხოლოდ დროსა და სივრცეში. ვივიწყებთ ღიმილს, ვივიწყებთ დადებითი ემოციბის გაცემასა და ბოლოს რაღაც მოჯადოებულ წრეში აღმოვჩნდებით. რატომ?

იქნებ იმიტომ რომ ბავშვებს ბავშვობიდან ვუნერგავთ როგორ უნდა იყვნენ წარმატებულები, ლიდერები, ჰყავდეთ გამორჩეული სამეგობრო წრე, იყვნენ წამყვანი ტელესტუდიებისა და საფეხბურთო მოედნების ვარსკვლავები. მაგრამ არ ვასწავლით წამის სასწაულს, ფერადი გარემოს სიყვარულს, შეცდომებზე სწავლის გამოცდილებას, რომ ცხოვრება ჩვენი შეცდომებისა და მიღწევების მიუხედავად მშვენიერერია. არ ვასწავლით, როგორ მიიღონ ბედნიერება ურთიერთობებით, გაცემის უნარით, მიმტევებლობით. ჩვენ ვითხოვთ შვილებისგან იდეალიზმს და ისინიც ხშირ შემთხვევაში საოცრების პოტინით კარგავენ ჯერ ბავშვობას, შემდეგ ახალგაზრდობასა და ბოლოს სიცოცხლის ხალისს.

იქნებ იმიტომ, რომ სხვისი წარმატებით მიღწეული შინაგანი დანაკლისი ყველა დროის უცვლელ მოდად დარჩა.

ჩვენ გვიყვარს ადამიანები, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩვენზე წინ გვეგულებოდნენ. ამ დროსაც გვავიწყდება, რომ კიდევ ერთ ბედნიერების მარცვალს ვკარგავთ, რასაც ემოციის გაზიარება ჰქვია. იმდენად გვწამს, რომ ან უნდა გვშურდეს, ან თუ ვიღაც ბედნიერებას იზიარებს მას რაღაც სურს, რომ ეჭვთა მთელი კორიანტელი არ გვაძლევს თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას. ამას კი უნდობლობას ვუწოდებთ და ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნორმად რჩება.

იქნებ იმიტომ გვირთულდება ცხოვრება, რომ  საკუთარი შეცდომების აღიარება გვიჭირს. საკუთარ თავზე დაბოღმილნი კი სხვებში ვეძებთ სისუსტეს, რომ რაც შეიძლება კარგად დავანახოთ საკუთარი უუნარობა?

მაგრამ ჩვენდა გასაოცრად სხვის ცხოვრებაში ხელის ფათურის ჩვევა ვერ გვიამებს შინაგან ქაოსს. მაშინ როცა უფრო მარტივია აღიარო: დიახ, შემეშალა; მაპატიე; ვწუხვარ და ა.შ ხმელეთზე გემის ძიებით გართულნი ვეღარ ვხედავთ ზღვის მშვენიერებას

ყოველი დღე ჩვენთვის პრობლემებთან, სულიერ სიცივესთან, სხვის ჩაგვრასთან და უიმედობასთან ასოცირდება. მაგრამ ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომლებიც ძალიან კარგად ვერკვევით ძვირადღირებულ ნივთებში, უძრავ ქონებაში, გლამურულ სუნამოებსა და სასურველ კერძებში. მაგრამ ბედნიერება? ღიმილიც კი ხელოვნური ვისწავლეთ, რომელიც სიცივეს გიორკეცებს. თუ ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ვიბრძვით რა გვაბრკოლებს ვიპოვოთ სასურველი. იქნებ ის, რომ მატერიის ძიებაში გართულებს ცხოვრება გვავიწყდება. ცხოვრება, რომელსაც შენი დამოკიდებულება ქმნის. უკანსაკნელ ნაბიჯებს კი დავითვლით რამდენიმე ბედნიერი საათითა და არაფერში გაფლანგული დროით, რომელსაც სიცარიელე ერქმევა.

ამიტომ ნუ დაელოდებით ოთხბორბლიან რკინებსა და  აბრეშუმის სამოსს. ლიდერის წოდებასა და მაღალ ეშელონებს, იმისთვის რომ იყოთ ბედნიერები, ლაღები, ფერადები. ჩასჭიდეთ ყველაზე ძვირფას ადამიანებს ხელი მაგრად და შეისუნთქეთ ჰაერი ღრმად, რომ გულმა ბედნიერების წუთებისგან გამალებით დაიწყოს ძგერა. უთხარით უაზრო აკრძალვებს, დოგმებსა  და შაბლონებს არა! იყავით ბედნიერები და გაეცით სიყვარულის ენერგია ულევად.

თუნდაც ვერ დაგინახონ, ვერ გაგიგონ. გააკეთთ ეს საკუთარი თავისთვის. იყავით ის ვინც ხართ და ნუ დაელოდებით სასწაულს ბედნიერებისთვის.

ის რომ თუნდაც ერთი საყვარელი ადამიანი შეგიძლიათ ჩაიკრათ გულში ძალიან მაგრად უკვე სასწაულია, ის რომ ერთი გულწრფელი ღიმილი შეგიძლია აჩუქოთ გარემოს უკვე სასწაულია. ის რომ გაქვს არჩევანი იყო ის, ვინც გინდა, სასწაულია. ნუ მისცემთ ყოველდღიურობას უფლებას დაგღალოთ. ნუ დაეყრდნობით სხვათა შეხედულებას თქვენს მიმართ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ უბრალოდ თქვენნაირი.

გამოხატეთ, შეიგრძენით და გააფერადეთ ცხოვრება ნათელი ფერებით. ბედნიერი ცხოვრება თქვენი არჩევანია.

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია

 შევხვდებით მწვერვალზე!"

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია