შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? №5 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა

განათლება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2018

ბოლნისის რაიონული პროკურატურის ინიციატივით, პირველ საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ თამაში რა?სად?როდის? გაიმართა. სადაც ბონისის მუნიციპალიტეტის ქართული სკოლები მონაწილეობდნენ. გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილი –პირველ ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ, მეორეზე დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი ბოლნისის №3 საჯარო სკოლამ მოიპოვა. მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ ხოლო გამარჯვებულ სამ გუნდს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულ სკოლას კი გარდამავალი სიმბოლური თასი ბროლის ბუ გადაეცა.
Bირაკლი გულბედავა, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
_ ყოველწლიურად პროკურატურის ინიციატივით ტარდება შემეცნებით ინტელექტუალური ტამაში რა?სად?როდის?. ამ წელს გვიმასპინძლა ბოლნისის №1 საჯარო სკოლამ, დღევანდელ თამაშში რაიონის მასშტაბით შვიდი ქართული სკოლა იღებდა მონაწილეობას. თორმეტი კითხვიდან ცხრა სწორი პასუხით ღირსეული გამარჯვება მოიპოვა ბოლნისის №5 საჯარო სკოლამ. ვულოცავთ მათ ამ ღირსეულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს. პირველი ადგილის მფლობელებს ფასიან საჩუქრებთან ერთად გარდამავალი თასი ბროლის ბუ გადავეცით. სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დავაჯილდოვეთ როგორც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები, ასევე ყველა მონაწილე.
თორნიკე მემანიშვილი, ბოლნისის №5საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი.
_საკმაოდ რთული კითხვები იყო მაგრამ ჩვენმა გუნდმა შეძლო გამარჯვება და პირველ ადგილზე გავედით. ეს მთელი გუნდის დამსახურება, ამიტომ ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს.
Mმარიამ ჭიღლაძე, ბოლნისის №3 საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი.
_საინტერესო შეჯიბრი იყო,საინტერესო კითხვებით. ყველა გუნდი ღირსეულად იბრძოდა, მიხარია ჩემი მესამე ადგილი და ვულოცავ ყველა მონაწილეს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია