შიდა ქართლი
ცერონისში ჭაბურღილიდან მღვრიე წყალი მოდის
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
26 აგვისტო 2022
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ცერონისში ჭაბურღილიდან მღვრიე წყალი
მოდის.
როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, ზაფხულის ცხელ პერიოდში მოსახლეობას
სასმელი წყლის პრობლემები შეექმნა.
ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემა ადგილზე შეისწავლეს და
დაადგინეს, რომ ჭაბურღილში წყლის დებეტი შემცირდა, რამაც წყლის
ამღვრევა გამოიწვია.
ქარელის მერიამ დაიქირავა კერძო პირი, რომელმაც ჭაბურღილის
გასუფთავების ვალდებულება აიღო. მას 9 ათას ლარს გადაუხდიან.