სამცხე-ჯავახეთი
ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
04 თებერვალი 2019
ამის შესახებ On.ge-ს ბავშვთა უფლებების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტმა ნანა ჩაფიძემ განუცხადა.მისი თქმით, შესაბამისი ჩანაწერი ბავშვთა უფლებათა კონვენციის პროექტშია. ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირას დარეგისტრირდება."ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტი მოიცავს ფიზიკური დასჯის პირდაპირ აკრძალვას, რომელიც დისციპლინის ზომად გამოიყენება და ძალიან გავრცელებულია, ან სხვა ტიპის სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა. აკრძალვა მოიცავს როგორც ოჯახურ გარემოს, ისე სკოლებსა და სხვა სივრცეს, სადაც ბავშვი შეიძლება იმყოფებოდნენ. ეს არის უპირობო აკრძალვა", — განაცხადა ნანა ჩაფიძემ.ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის მეცხრე თავი ადგენს ბავშვის უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან. ეს გულისხმობს დაცვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის, წამების, ექსპლუატაციის, ვაჭრობის, ტრეფიკინგის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან.აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან/და ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას."აღნიშნული ქმედება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", — ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით დარეგულირდება ფიზიკური დასჯის აკრძალვა და რა ტიპის სანქციები გაიწერება. დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბავშვთა უფლებათა კოდექსის პარლამენტში განხილვა დაიწყება და ამ საკითხს კანონქვემდებარე აქტში შესაბამისი უწყებები დაარეგულირებენ.