შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის მერია რაგბის ჯგუფებს ფინანსურად დაეხმარება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 თებერვალი 2019
გორის მერია აცხადებს მზადყოფნას გარკვეული თანხით თანადაფინანსება გაუწიოს კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც და ინტერესიც მიმართულია რაგბის განვითარების ხელშეწყობისკენ. ამის შესახებ განკარგულების პროექტს საკრებულოს სხდომაზე 8 თებერვალს განიხილავენ. საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, თანადაფინანსების პროგრამაში მოხვდებიან სასკოლო გუნდებიც: ,,პროგრამის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაგბის განვითარების ხელშეწყობა. რაგბიში ჩართული გუნდებისა და სკოლებისთვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა და ამ გზით მათი სპორტული მიღწევების და შემდგომში პროგრესის ხელშეწყობა." - აღნიშნულია განკარგულების პროექტში. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე ასაკობრივი გუნდი და გორის სახელით ასპარეზობენ, როგორც უმაღლეს ლიგაში („დიდი 10“), ასევე რეგიონალურ ლიგაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია