შიდა ქართლი
გორში მაღაზიაში მოლარეს ტელეფონი წაართვეს
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
04 თებერვალი 2019
გორის პოლიციამ 50-წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება
25-წლის მოლარე გოგონასგან ტელეფონის იძულებით წართმევა. ამის შესახებ
ინფორმაციას შიდა ქართლის პოლიცია ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებული ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში
შევიდა, იძულების გზით დაეუფლა მოლარე ოპერატორის - 1994 წელს
დაბადებული ხ.ს.-ს კუთვნილ სამსახურებრივ მობილურ ტელეფონს და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველების მტკიცებით, ა.ჯ.-ს მიერ უკანონოდ მოპოვებული
ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიების დასრულების შემდეგ, მობილური
ტელეფონი მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.
გამოძიება იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით მიმდინარეობს.