შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული მეხუთე საჯარო სკოლა გახდა

განათლება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2018


დაძაბულ ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?’’, რომელიც ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა, ათ სკოლას შორის გამარჯვებული მეხუთე საჯარო სკოლა გახდა. თამაში ორ ეტაპად გაიმართა და 30 შეკითხვა დაისვა, თოთხმეტი სწორი პასუხით ლიდერი მეხუთე სკოლის გუნდი გახდა. მათ საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი მეშველიანის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. წარმატებული გუნდი 6 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ სკოლებს შორის, ფინალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

სკოლებს შორის შეჯიბრი, საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალურ ცენტრში პირველ საათზე დაიწყო, სადაც 74 სათამაშო მოედანზე, 20 ათასამდე მოსწავლემ ითამაშა. ინტელექტუალური თამაშის მიზანია ცოდნის, ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება.

ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?’’ ინტელექტ კლუბის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც ბოლნისში საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია