იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აღკვეთის ღონისძიების ახალი სახეობა - „გადაადგილების შეზღუდვა? შემოდის

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 აგვისტო 2022

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აღკვეთის ღონისძიების ახალი სახეობა - „გადაადგილების შეზღუდვის“ შემოღება შემოდის. საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით შეხვედრები საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში იმართება. 

ახალი აღკვეთის ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება. მისი გამოყენება შესაძლებელია ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გზით.

 მოსამართლე იქნება ის უფლებამოსილი პირი, ვინც ბრალდებულს გადაადგილების შეზღუდვა, როგორც აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს.

შესაბამისად, სასამართლოს ხედვა და გამოცდილება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კანონპროექტის შემდგომ გაუმჯობესებას.

შეხვედრებზე განხილვის საგანია ასევე, ამ ღონისძიების პრაქტიკაში ეფექტურად აღსრულების პერსპექტივები. 

ცვლილებების მიზანია საპროცესო კოდექსში გაჩნდეს არსებული აღკვეთის ღონისძიებების დამატებითი ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის სრული იზოლაციის გარეშე იქნეს მიღწეული აღკვეთის ღონისძიების მიზნები, თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები, შემცირდეს პატიმრობის გამოყენების შემთხვევები, დაიზოგოს პირის საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებული სახელმწიფო რესურსი.

საკანონმდებლო ინიციატივა პროკურატურას ეკუთვნის  პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს მიერ არის მხარდაჭერილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია