გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში ორი პირი ძროხის ქურდობის ფაქტზე დააკავეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში ძროხის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1983 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ა.ზ.-მ და 1965 წელს დაბადებულმა ნ. გ.-მ მიმდინარე წლის 26 იანვარს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის საძოვრიდან ადგილობრივი მცხოვრების კუთვნილი ძროხა მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულები მომხდარიდან 2 საათში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოპარული ცხოველის გადამალვას ცდილობდნენ. პოლიციამ მოპარული ძროხა პატრონს დაუბრუნა. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია