შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამომხმარებლო კალათა მძიმდება, ანუ ცხოვრება ძვირდება...

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 თებერვალი 2019

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ქვეყნის მთავარი პრობლემა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა იყო. არც 2019 წელია გამონაკლისი.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა  ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს, რაც მოსახლეობის 51%-ს შეადგენს.

  • 38%-ის აზრით, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი სიღარიბეა;
  • 37%-ის აზრით – ფასების ზრდა/ინფლაცია;
  • 27%-ის აზრით, ტერიტორიული მთლიანობა;
  • 25% – პენსიები;
  • 18% – ხელფასები;

NDI მიუთითებს, რომ ეს ტოპ 6 ეროვნული საკითხი 2009 წლის შემდეგ უცვლელია.

„უმუშევრობა, ბოლო რამდენიმე კვლევაში ინარჩუნებს აქტუალობას და პრინციპში ამ მიმართულებით უარყოფითი ტენდენცია უცვლელია, ეს ნამდვილად გახლავთ ის მიმართულება, სადაც პროგრესი ნამდვილად ფიქსირდება, თუ ზოგადად შევაფასებთ კვლევის შედეგებს ირკვევა, რომ ინფლაციის, ფასების სიღარიბისა და უმუშევრობის კუთხით, ქვეყანა უკან მიდის და ეს საკითხები კვლავ რჩება პრობლემებად,“ – აცხადებს  ჟურნალიტებთან საუბრისას NDI-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი.

“ბოლო წლებში ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ძირითადი პრობლემები სოციალურ-ეკონომიკური სფეროდან მოდის და ეს არ არის სიახლე. ვითარება უარესდება და უარესდება მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ხდება შემოსავლების მატება. ამასთან ერთად, სამომხმარებლო კალათა მძიმდება, ანუ ცხოვრება ძვირდება. საზოგადოების დამოკიდებლება ვერ შეიცვლება პროპაგანდით ან კოსმეტიკური ნაბიჯებით. მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე ოქროს გასაღები არსებობს ამ პრობლემის სწრაფად გადასაწყვეტად. ერთადერთი გზა არის ეკონომიკის განვითარება, ოღონდ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება, რადგან მხოლოდ რეალური სექტორი ასაქმებს ძირითადად ადამიანებს და მოსახლეობის შემოსავალიც იზრდება,“ – განმარტავენ ექსპერტები. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია