შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახა კალაძე – თავი დავანებოთ კონკრეტულ მოსამართლეებს – სასამართლო სისტემაზე მიზანმიმართული შეტევა და თავდასხმა ხორციელდება

პოლიტიკა
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2019

ბოლო თვეების განმავლობაში სასამართლო სისტემაზე მიზანმიმართული შეტევა და თავდასხმა ხორციელდება, – ასე აფასებს “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს.

“თავი დავანებოთ კონკრეტულ მოსამართლეებს – მიზანმიმართული თავდასხმები მთლიანად სასამართლო სისტემაზე მიმდინარეობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლოში განხორციელდეს რეფორმები. 2012 წლის შემდეგ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, თუმცა რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. პირიქით, რეფორმების გაგრძელებას უნდა შევუწყოთ ხელი და რაც ყველაზე მთავარია, სასამართლოს რეპუტაცია და გამჭვირვალობა უნდა იყოს შენარჩუნებული.

შეგიძლიათ ნახოთ გამოტანილი განაჩენების სტატისტიკა სხვადასხვა მიმართულებით. უნდა გავაკეთოთ შედარებები და ერთმანეთს შევადაროთ, რა იყო 2012 წლამდე და რა არის დღეს. თქვენ ნახავთ წინგადადგმულ ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, არსებულით კმაყოფილი არა ვართ, გვინდა უკეთესი, გვინდა ცვლილებები, გვინდა რეფორმები. ნუ დავალთ კონკრეტულ პიროვნებებზე, თუკი ვინმეს კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით აქვს კითხვები, იქნება ამის შესაბამისი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მსურველ ადამიანს შეუძლია ამა თუ იმ მოსამარლეს კითხვები ცივილიზებულ, სამართლერივ ჩარჩოში დაუსვას – არ უნდა გავიდეთ სამართლებრივი ჩარჩოებიდან“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია