კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მსუბუქი ავტომობილისთვის გამოყოფილ პარკინგზე დიდი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებაზე ჯარიმა იზრდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 სექტემბერი 2022

მსუბუქი ავტომობილისთვის გამოყოფილ პარკინგზე დიდი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებაზე ჯარიმა იზრდება.

ამის შესახებ აღნიშნულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებში, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება.

მათ შორის ცვლილების ავტორთა განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც, ხდება დიდი სატრანსპორტო საშუალებების პარკირება, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

შედეგად, კანონში შესული ცვლილების თანახმად, მსუბუქი მანქანისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე ჯარიმა იზრდება და პირი აღნიშნული ქმედების გამო 100 ლარით დაჯარიმდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია