შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიქოზთან რუსმა სამხედროებმა სასულირო პირი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2019
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზთან რუსმა სამხედროებმა მამა დავითი (დურგლიშვილი) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დურგლიშვილი სოფლის განაპირას, სხვა პირებთან ერთად, მიწის ნაკვეთში მუშაობდა. სასულირეო პირი ნიქოზის ეკლესიის მსახურია. მამა დავითი წარმოშობით ავნევიდანაა და ამავე სოფელში ღვთისმშობლის ტაძრის ღვთისმსახური იყო. აგვისტოს ომის შემდეგ ნიქოზში მსახურობს. იხ. ამავე თემაზე: ,,დავიბადე სოფელ ავნევში" - მამა დავითის (დურგლიშვილი) ინტერვიუ
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია