თელავური შემოდგომა კახეთში სულ სხვაა, თუ ფიქრობ სად წახვიდე ოქროსფერი ხეების და შემოდგომის სილამაზის შესაგრძნობად აუცილებლად უნდა ეწვიოთ თელავს.
რთველი, თათარაობა -ამ დროს კახური ტრადიციული დღესასწაულების დღეებით არის დახუნძლული შემოდგომა, რომლის სანახავადაც შორეული ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიან. ასევე შემოდგომის ტრადიციას შეგვიძლია მივაკუთვნოთ თონეში გამომცხვარი ცხელი შოთი და მისტანებელი საოცარი კერძები.
შემოდგომა, რომ შეიგრძნო უნდა ჩამოხვიდე თელავში. მთავარი პირობა კი გომბორის გზის გამოვლაა, რომელიც ჩვენს სამყაროში შემოსვლის მთავარი კარია.
შთაბეჭდილებით დახუნძლულს აუცილებლად შეგიყვარდება აქაურობა, შეიძლება სამუდამოდაც გადაწყვიტოთ დარჩენა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს სასტუმროს ფასები ბევრად იაფია ვიდრე სხვა ნებისმიერ სეზონზე. ჩვენი ქალაქი მოგხიბლავთ თავისი სიმშვიდით, ფერადოვნებით, სიყვარულითა და სიგემრიელით. ბევრი კარგი ტრადიციით, რომლის სანახავადაც თელავში აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ.
ამიტომ, რაღას უცდი? დაგეგმე მოგზაურობა თელავში.