შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2019
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მეგრულ-ლაზურ სვანური ენების დაცვა-შენარჩუნების და მათთვის რეგიონული ენების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება. მისმა ორგანიზატორმა და ინიციატორმა, იური ღვინჯილიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ კიდევ ერთი მოთხოვნა რეგიონული, ან უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიკაცია იქნება.

„გვინდა დისკუსიის ორგანიზება. სამხარეო ადმინისტრაციას ჩვენ ვერაფერს ვერ მოთხოვთ, როგორც ასეთი. გვინდა თემის ხელახლა წინ წამოწევა. მერია არ დაინტერესებულა. იქნებ გუბერნიიდან დაინტერესდეს ვინმე“, - გვითხრა იური ღვინჯილიამ.

მოქალაქე მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავს.

იური ღვინჯილია ადრე განათლების ცენტრ „კოლხიდას" ხელმძღვანელობდა, რომელსაც მეგრულენოვანი რადიო და ვებ-გვერდი ეკუთვნოდა, თუმცა 2015 წლის იანვარში დახურა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია