შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ტიბაანში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეულის და დასასვენებელი სკვერის შემოღობვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
,,სკვერის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან და 36 767 ლარი დაიხარჯა და ამიერიდან მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და დაისვენოს. გარდა ამისა, 2017 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის“ პროექტის თანამონაწილეობის ფარგლებში, სკვერში საბავშვო ატრაქციონები განათავსა. მსგავსი სამუშაოებით ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ მოსახლეობისთვის დასასვენებელი გარემოს შექმნას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას”,- აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია