შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სექსუალური შევიწროება საქართველოში დასჯადი გახდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2019

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროებისთვის ფულადი ჯარიმების შემოღებას გულისხმობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეარხის მონაცემებით, შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა, სადაც იქნება მითითებული, რომ სექსუალური შევიწროება - ეს არის სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალიების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

გარდა ამისა, სექსუალური შევიწროების ცნება საქართველოს შრომის კოდექსში გაჩნდება.

კანონპროექტის შემქმნელები სექსუალური შევიწროებისთვის 300 ლარის ოდენობით ჯარიმის შემოღებას სთავაზობენ, ხოლო ამ ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ამ ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია