გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი იხსნება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2019

"გურიის მოამბისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრი გაიხსნება.

ცენტრი, ქალაქის ტერიტორიაზე, "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას. 

ავტომობილების სერვისცენტრი, სადაც ავტომობილი პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლის, აქამდე ოზურგეთში არ არსებობდა და მძღოლებს ახლომდებარე ქალაქებში უხდებოდათ ჩასვლა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ის ყველა სატრანსტროტო საშუალებას ეხება. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია