გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვითხოვთ სუფთა ჰაერს, ვითხოვთ სუფთა წყალს, გვაცალეთ ძილი"-აქცია დვაბზუში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 თებერვალი 2019

აქცია დვაბზუში-მონაწილეებითა და მოპასუხით რამდენიმე ათეული შეიკრიბა დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს ცენტრში და სოფელში მოქმედი ასფალტ ბეტონის ქარხნის ფუნქციონირება გააპროტესტეს.

ადგილობრივებს აქციაზე გამოტანილი ჰქონდათ ბანერი წარწერით- "ვითხოვთ სუფთა ჰაერს, ვითხოვთ სუფთა წყალს, გვაცალეთ ძილი". 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქარხნის ჩადგმა 4 სოფლის ცენტრში ხელისუფლებამ ისე გადაწყვიტა, ადგილობრივებისათვის აზრიც არ უკითხავთ.

სოფელში გამონაბოლქვის გამო იმატა დაავადებებმა, არტეზიულ ჭებში წყალი დაშრა და მდფომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ქარხანაში აცხადებენ, რომ წარმოება ულტრათანამედროვე გერმანული ტექნოლოგიებითაა აშენებული და არანაირი გამონაბოლქვი არ არსებობს, თანამშრომლებიც კი პირბადეების გარეშე მუშაობენ და ის ყველა კანონის ზუსტი დაცვით ფუნქციონირებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია