ქვემო ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძიუდოს დარბაზი  დავით ნავერიანის სახელობის ტურნირს მასპინძლობს

სპორტი
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მურმან ჯაფარიძის სახელობის  ძიუდოს დარბაზი  დავით ნავერიანის სახელობის ტურნირს მასპინძლობს.   საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა შორის მეოთხე  წელია ტარდება და საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული, ასევე მონაწილეობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის  ნაკრები გუნდებიც. ორდღიან   ტურნირზე  სპორტსმენები ოცდაერთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის  მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან, ჩემპიონს კი დავით ნავერიანის სახელობის თასი გადაეცემა. ტურნირს მსაჯობას ძიუდოს ფედერაციის საერთაშორისო  კატეგორიის მსაჯები უწევენ. დავით ნავერიანი იყო მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში,  დიდი წვლილი მიუძღვის ბოლნისში ძიუდოს განვითარებაში, იყო სპორტულგამაჯანსაღებელი კომპლექსის ხელმძღვანელი, იგი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოს ფედერაციის კალენდარშია შესული და ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია