კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში ძაღლების 2 საერთაშორისო გამოფენა იმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ოქტომბერი 2022

1 და 2 ოქტომბერს ქალაქ თელავში, ცენტრალურ სპორტულ დარბაზში ტარდება ჯიშიანი ძაღლების ორი საერთაშორისო გამოფენა CAC-CACIB FCI “Rtveli 2022” და “Georgian Winner 2022”.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებიდან ცხოველების მოყვარულები მოდიან და ძაღლები მოყავთ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია. მათი თქმით, რეგისტრაცია ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, 18 სექტემბრამდე იყო შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ გამოფენას ეყოლება ორი უცხოელი გამოცდილი ჟიურის წევრი, რომლებიც სხვებთან ერთად გამარჯვებულ ძაღლებს გამოავლენენ.
ძაღლების საერთაშორისო გამოფენა თელავში წლებია იმართება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია