შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხურვალეთთან რუსი სამხედროები საგუშაგო კოშკს აშენებენ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 თებერვალი 2019
,,რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთში საგუშაკო კოშკი დადგეს" - ამის შესახებ ინფორმაცია მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი ინფორმაციით, სამხედროებმა მუშაობა დღეს დილიდან დაიწყეს და ამ დრომდე აგრძელებენ მონტაჟს. მან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ აგებენ რუსები რკინის კონსტრუქციებს. ხურვალეთი გამყოფ ხაზთან მდებარეობს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია