შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის საცურაო აუზი ფუნქციონირებას მარტიდან დაიწყებს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 თებერვალი 2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი დეკემბრის თვიდან აღარ ფუნქციონირებს.


როგორც ჩვენთან საუბარში სპორტკომპლექსის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გია მანიჟაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის აუზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ყოველ წელიწადს პირველი იანვრიდან აუზიდან წყალს ვუშვებთ, ვწმენდავთ, ვასუფთავებთ ანტისეპტიკით. ფილტრებია შესაკეთებელი და ვარემონტებთ. ამის შემდეგ გაწმენდილ აუზში შევუშვებთ წყალს, რომლის გავსებასაც გარკვეული დრო სჭირდება. მარტის დასაწყისიდან ჩვეულებრივ განვაგრძობთ ფუნქციონირებას. ამ დროისთვის გათიშულია ცენტრალური გათბობაც, ზამთრის პერიოდში გადასახადი დღეში 700 ლარამდეა, იძულებული ვართ, ელექტროღუმელებით გავათბოთ მხოლოდ ის ოთახები, სადაც სპეციალისტები და დაცვის თანამშრომლები არიან.“

მიუხედავად ასეთი პირობებისა, მისივე თქმით, სპორტკომპლექსში სრული დატვირთვით მუშაობს ფრენბურთის, ბანბიქტონის და კალათბურთის ჯგუფები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია