სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სისტემაში გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რომელიც კორუფციულ ელემენტებსაც შეიცავს — ბატიაშვილი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 თებერვალი 2019
"რაც შეეხება საგამოცდო სისტემას, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთი მძიმე დარტყმა, რაც ადგება სკოლას, არის ბოლო კლასებში მაქსიმალური ორიენტაციის აღება გამოცდებზე. ფაქტობრივად, ჩვენი და საერთაშორისო კვლევებით და შეფასებით, ბოლო კლასებში დარღვეულია სასწავლო პროცესი, რაც მნიშვნელოვანი ხარვეზია სწავლების. სკოლა უნდა ასრულებდეს სკოლის როლს და ამ კომპონენტში ჩვენი მთავარი ხედვა არის სკოლის როლის გაძლიერება. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, რადგან სკოლაში ბოლო დღემდე ბავშვი უნდა ეუფლებოდეს სასკოლო ცოდნას და არ უნდა იყოს ორიენტირებული გამოცდებზე“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.მინისტრის თქმით, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კვლევებით, სკოლაში სწავლის მიმართულებით პირველიდან მეექვსე კლასამდე მძიმე, თუმცა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე შემდგომ კლასებში, როცა გამოცდებისთვის იწყებენ მზადებას.„ის ცვლილებები, რომელიც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი, ორიენტირებულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავუბრუნოთ სკოლას თავისი როლი, თუმცა აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორები, რომელიც არსებობს, რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს და ეს შეეხება იგივე კორუფციას. ჩვენ უნდა გვქონდეს მექანიზმები, რომ სკოლა დავიცვათ. თუმცა არ არსებობს ისეთი შემთხვევა, რომ მხოლოდ კორუფციისგან დაცვით ხელი შევუწყოთ სწავლების ხარისხის ამაღლებას. სკოლას უნდა დავუბრუნოთ სკოლის ფუნქცია, თუმცა ყველა მექანიზმი უნდა გვქონდეს იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მშობლები, რომ სკოლაში არ მოხდეს ეს. დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი", - ამბობს მინისტრი.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია