შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისში „ფიზიკური აღზრდის და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2018

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „ფიზიკური აღზრდის და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.  ღია და საჯარო განხილვები ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, რომელიც დაინტერესებული მხარეებისთვის კანონპროექტის პარლამენტში შესვლამდე დეტალურად გაცნობას და მასში ფართო საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინებას გულისხმობს.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა სპორტის ახალი კანონის ორწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, სადაც დეტალურად განხილული იყო მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობის და განვითარების სტრატეგია. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. დარბაზიდან დასმულ კითხვებს კომიტეტის წარმომადგენლებმა ამომწურავად და დეტალურად უპასუხეს.

კანონპროექტის საჯარო განხილვას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ქვემო ქართლში გრიგოლ ნემსაძე, საქართველოს პარლამენტრის წევრი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია