იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ნამახვანი” ამ თუ სხვა ფორმატით აუცილებლად განხორციელდება - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ოქტომბერი 2022

“ნამახვანი” რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ თუ სხვა ფორმატით აუცილებლად განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კომპანია „ენკასთან“ რომელმაც მთავრობასთან კონტრაქტი გაწყვიტა, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

„ენკამ“ კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მიმართა არბიტრაჟს, თუმცა ჩვენ დიალოგის რეჟიმში ვართ ამ კომპანიასთან. გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში, რათა ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ჩვენთვის „ნამახვანი“ რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ თუ სხვა ფორმატით აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს ხანებში გვექნება მეტი ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 ipn.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია