შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,კასპობაზე კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ოქტომბერი 2022
კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა. ამის შესახებ მერიის ფინანსურმა სამსახურმა დოკუმენტები გამოაქვეყნა. დოკუმენტების მიხედვით, ბაბი კირკიტაძემ ეს თანხა ტელეკომპანია ,,იმედის ღამის შოუს ბენდის მომსახურების გამო მიიღო. ,,,ღამის შოუს ბენდი" საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარობით, მაღალი რეიტინგით, და დიდი სიყვარულით სარგებლობს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელდა შესყიდვის პროცედურები ბაბი კირკიტაძესთან, რომელიც არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრი. აღნიშნული ბენდის მოწვევის ღირებულება შეადგენს 12 000 ლარს - აღნშნავს კულტურის სამსახურის უფროსი მოხსენებით ბარათში. ღამის შოუს ბენდის ხელმძღვანელია გელა გნოლიძე. გელა გნოლიძემ კასპის მერს მისწერა, რომ თანხა მიეცათ პირადად ბაბი კირკიტაძესთვის.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია