"ქუთაისის სიყვარულით"- ასე ჰქვია მხატვარ ლადო თევდორაძის პერსონალური გამოფენას, რომელიც ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა.
გამოფენაზე მხატვრის საყოველთაოდ ცნობილი ნამუშევრებია წარმოდგენილი.
გამოფენის გახსნას დაესწრო ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლები წარმომადგენლები.
ლადო თევდორაძის პერსონალური გამოფენა ქუთაისში პირველად მოეწყო და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.