შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2018

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი 4 საკითხს უყარეს, ცვლილება განხორციელდა ადგილობრივ ბიუჯეტში. კერძოდ, მოხდა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გაკეთებული ეკონომიიდან, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ჭარბი შემოსავლებიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან თანხის დამატება, რომელმაც ჯამში 2 297 000 (ორი მილიონ ორასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხები ძველი ქვეშის, სოფელ ტალავერის, მამხუტისა და ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაციასა და სოფელ რატევანში გარე განათების სამუშაოებზე გადანაწილდა.
ცვლილება შეეხო სოციალური პროგრამის რამდენიმე მუხლს. ბენეფიციარების უმეტესობის ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადასვლამ და საშეშე მერქნის მოპოვებაზე გამკაცრებულმა რეგულაციებმა, მუნიციპალურ პროგრამაში სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახების, საშეშე მერქნით დახმარების წესის გაუქმება გამოიწვია. სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 180-მდე ოჯახი, ზამთრის სეზონზე გათბობის თანხას, ერთჯერადად 250 ლარს მიიღებს. როგორც საკრებულოს სხდომაზე სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა მცირე ცვლილება შეეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების წევრებისთვის დახმარების გაცემასაც, რომელთაც მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, ერთჯერადად, 27 სექტემბერს 500 ლარით ეხმარება. „არიან ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირ მინიჭებული სტატუსი და ისინი მერიას უყურადღებოდ რჩება, ამიტომ გადავწყვიტეთ მცირე კორექტირება შეგვეტანა, ოჯახები, რომლებსაც აქვთ საბრძოლო მოკვლევის საბუთი, ისინიც მიიღებენ აღნიშნულ თანხას“. განაცხადა შავლეგ მუშკუდიანმა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია