გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელს ისე მოგკიდებ, რომ შეიძლება ვეღარ გამაშვებინო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 თებერვალი 2019

კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც განათლების მინისტრის ესწრებოდა და სადაც სხდომა ია კერზაიას საქმის განხილვას დაეთმო, ნიკა მელია და არჩილ თალაკვაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„ისტორიული კანონზომიერება შემდეგ რამეს გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან, ია კერზაიას ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, მაჩალიკაშვილის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, სარალიძის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, ისევე როგორც გირგვლიანის ოჯახმა გაიმარჯვა, რობაქიძემ გაიმარჯვა და ა.შ …მინისტრმა ეს იცოდა, იმიტომ რომ ზარი მიიღო გახარიასგან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ განცხადების შემდეგ ნიკა მელიასა და არჩილ თალაკვაძეს შორის კამათი მოხდა. მელიას რეპლიკას, რომ ხელს მოჰკიდებდა და რუსთაველზე მამების კარავში შეიყვანდა ასე, თალაკვაძემ უპასუხა:

„ხელს ისე მოგკიდებ, რომ არ ვიცი რა, შეიძლება ვეღარ გამაშვებინო… რა კარავში შემიყვან?! მე მეუბნები?! მეც მოგკიდებ ხელს და ისეთ კარვებში შეგიყვან, რომ რა ვიცი, შეიძლება შეგეშინდეს.”

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია