შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოციალურ პრობლემებზე შექმნილი “წითელი და შავი” ილუსტრაციები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 თებერვალი 2019

დღევანდელ სამყაროში, რომელშიც პრობლემები და უსამართლობის გამოვლინებები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, სამყაროში, რომელშიც ხშირად დამრეგულირებელი მექანიზმები მორღვეულია ან უბრალოდ არ არსებობს, რთულია, არ მოგინდეს გამოხატო ის, რასაც ფიქრობ. გერმანელი ილუსტრატორი სერხიო ინგრავალი კი სწორედ ამას აკეთებს. “ვიზუალური ენა” ეხმარება, საკუთარი თავიდან დღის შუქზე გამოიტანოს აზრები და იდეები, შემდეგ კი საზოგადოებას წარუდგინოს ისინი. თითოეული დღისგან და მომენტისგან შთაგონებული ილუსტრატორი ცდილობს, ნამუშევრები მინიმალისტური იყოს, ამისთვის კი უმეტესად ორ ფერს: წითელს და შავს იყენებს. ნამდვილად არ ვიცით, ამ ყველაფერს სტენდალთან რაიმე კავშირი აქვს თუ არა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მან გამოხატვისთვის საკმაოდ ეფექტური ფერები და ფორმა იპოვა..


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია