„თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის – სოციალური სერვისების მხარდაჭერა რეგიონებში“, ამ პროექტის ფარგლებში დღეს მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
(ASB) წარმომადგენლებმა შეხვედრაზე იმსჯელეს და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს ახალი საგრანტო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, მხარდაჭერას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათთვის საჭირო სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდას. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მერიის სათათბირო ორგანოს – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.