შიდა ქართლი
მერი - სოფელი სუქანაანთუბანი /Video/
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
18 ნოემბერი 2022
მდინარე ძამის ვიწრო ხიდი ფრთხილად გადავიარეთ მანქანით. სოფლის
მთავარ გზას გავუყევით. ასეთი მთავარი გზა სხვა სოფელში შეიძლება არც
ჩათვალოთ გზად. ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო.
ზაფხულში აქ ვერ გაარჩევთ ადგილობრივსა და სტუმარს, სოფელში
დასასვენებლად ჩამოსულსა და ძამის ხეობის ვიზიტორს შორის; ხეობა
მოფენილია ხოლმე სკოლის მოსწავლეებით, სტუდენტებით, მოლაშქრეებით,
ბატეთის ტბისკენ მიმავალი ადამიანებით; ამიტომ, სუქანაანთუბანში
ვიზიტისთვის ჩვენ ისეთი პერიოდი შევარჩიეთ, როდესაც სოფელში მხოლოდ ის
ადამიანები არიან დარჩენილნი, ვინც ზამთრის გატარებას აპირებს.