გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილის დესანტი ლიეჟში- შეხვედრაზე ხელისუფლებამ ფარული "დამკვირვებლები"მიავლინა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 თებერვალი 2019

ივანიშვილის დესანტი ლიეჟში - სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე ხელისუფლებამ ფარული "დამკვირვებლები"მიავლინა

 

დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში ხვდება. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების გარდა, ადგილზე როგორც აღმოჩნდა, მობილიზებულია ხელისუფლების დესანტი, რომელიც რუსთავი 2-ის კამერამ დააფიქსირა. ხელისუფლების ფარული "დამკვირვებლები" კამერასთან საუბარს ერიდებიან, განსხვავებით იმ ემიგრანტებისგან, რომლებიც უშუალოდ სააკაშვილთან შესახვედრად ღიად ჩავიდნენ.
ადგილზე წყაროს ინფორმაციით, გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების დაფინანსებით არიან ჩასული
ქართველი ემიგრანტების შეხვედრა ბელგიის კონგრესის სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება. ქართველები ლიეჟში კანადიდან, შეერთებული შტატებიდან და ევროპის თითქმის ყველა ქალაქიდან შეიკრიბებიან. ისინი მოისმენენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პოზიციას და საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ.
ხელისუფლების მხრიდან ფარულად, საკუთარი წარმომადგენლების წარგზავნაზე წერს სოციალურ ქსელში ერივნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა.

"დღეს, ლიეჟეში დაგეგმილი ქართველების თავყრილობა, ცხადზე ცხადია, თავისი მნიშვნელობით მრავალწახნაგიანია. ისიც აშკარაა, რომ ლიეჟეს კრებას აუცილებლად ექნება ქართულ პოლიტიკაზე ჰიპერაქტიური გავლენა და ეს ლოგიკურია. მე ვერ ვიქნები დღეს ევროპის შუაგულში ქართულ ემიგრაციასთან ერთად, მაქვს ამის მიზეზი, თუმცა გულწრფელად სოლიდარული ვარ.

მაგრამ... ამ ხელისუფლების დესანტს რა უნდა იქ, ვინმეს შეუძლია ამიხსნას? შიშს დიდი თვალები აქვს და ესეც მესმის, მაგრამ მთლად ასე გიჭირთ, რომ შენიღბვაც ვერა?!

თუ ჯერ კიდევ მოშეს პიარს აგრძელებთ და ვერ ხვდებით, რომ "მგელი მოდის" ტაქტიკის რესურსი ამოწურვადია?..." - წერს გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ერთერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია