სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 თებერვალი 2019
"ნეტგაზეთის" ფოტოსაპროტესტო აქცია პარლამენტთან სოციალური ქსელით მეშვეობით რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა.“ახალქალაქში სეპარატისტის ძეგლის დადგმას ვაპროტესტებთ. ავაქიანისა და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელები ერთი და იგივე ხალხია. ჩვენ გვაჩვევენ სეპარატიზმს. ამას ვაპროტესტებთ მშვიდობიანად. გავაგრძელებთ პერმანენტულ პროსტესტს მანამ, სანამ ამ ძეგლს არ აიღებენ”, – განაცხადა ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ბენო კაზიმოვმა.პარლამენტის წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან" აზერ სულეიმანოვის თქმით, ის რაც 20 იანვარს ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში მოხდა, იყო პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ.თბილისის პარალელურად, ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში, მიხეილ ავაქიანის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახალგაზრდული კავშირის "ზორი ზოროიანის" წარმომადგენლის არტურ ოგაჯანიანის განცხადებით, ისინი ძეგლის აღების წინააღმდეგები არიან და ამ ფაქტს არ დაუშვებენ."ეს არის პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის საპასუხო აქცია. ჩვენ ადგილობრივების გვერდით ვიქნებით და ძეგლის დემონტაჟის უფლებას არავის მივცემთ", – ამბობს არტურ ოგაჯანიანი.შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლი 20 იანვარს დადგეს, ეს დღე აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რომელიც 1990 წელს ყარაბაღში მომხდარ იანვრის სისხლიან ტრაგედიას ეძღვნება. აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.მიხეილ ავაქიანის ძეგლის დადგმის ფაქტმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. მომხდარის გამო საქართველოს ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იურისტი შოთა თუთბერიძე ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში, ყარაბაღის ომის გმირის ძეგლის დადგმის საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თვითმმართველობას აკისრებს, ამბობს, რომ ქმედება უკანონოა და ძეგლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.მომხდარში პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებს სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი კი აცხადებს, რომ სოფელში მიხეილ ავაქიანის ძეგლი მისი გარდაცვალებიდან მალევე 1994 წელს დადგეს, 20 იანვარს კი დაზიანებული ბიუსტი გარდაცვლილის ნათესავმა აღადგინა.20 იანვარს ძეგლის გახსნის ცერემონიალს ადგილობრივებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები — ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი ესწრებოდნენ.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში განგვიმარტეს, რომ ახალი ძეგლის დადგმის შესახებ მათ გახსნის წინა დღეს 19 იანვარს გაიგეს, მანამდე კი ინფორმაცია არ ჰქონდათ. სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები ფიქრობენ, რომ ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის დადგმის ამბავს გარკვეული ძალები ხელოვნურად ამძაფრებენ.jnews.ge-ის ფოტო[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია