სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სარფსა და კარწახში 32 989 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 თებერვალი 2019
6-7 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,კარწახი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების კ.ჰ-ს, ნ.პ-ს, ჰ.ს-ს, ზ.გ-სა და ს.ბ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 32 989.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 508.59 გრამი) გამოავლინეს.საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 32 989.26 ლარის ოდენობით შეეფარდათ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია