გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია თოვლჭყაპი და ღამით ყინვა.