ქვემო ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„არემჯის“ წარმომადგენლებმა დაბა კაზრეთის სკოლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

მულტიმედია
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2018

ახალ სასწავლო წელს დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სხვა სიახლეებთან ერთად გარემონტებული სააქტო დარბაზი დახვდათ. აღნიშნული პროექტი „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მასში 10 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. დარბაზში დაიგო ახალი იატაკი, დამონტაჟდა სპეციალური განათება და ფარდა-ჟალუზები.

სასწავლო წლის დაწყება №2 საჯარო სკოლაშიც საზეიმოთ აღინიშნა. სკოლის ადმინისტრაციის თხოვნით კომპანიამ მათვის საჭირო ინვენტარი შეიძინა.
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა დაბა კაზრეთის სკოლებისათვის საჭირო სარეაბილიტაციო პროექტების მხარდაჭერას ყოველწლიურად ახორციელებს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია