ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს გია ხუხაშვილი ხელისუფლების ისტერიულ შიშის უკავშირებს.
პოლიტოლოგის შეფასებით, საზოგადოებამ იხილა სამარცხვინო კადრები.
„ჯერ ეს ერთი ისტერიული შიშის აქვს გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ ელიტაში დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ მაშინაც როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და დღესაც ეშინიათ. ირაციონალური მომენტი, ირაციონალური მოტივაცია მათ აქვთ. ეს კომიკური კადრები რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ იგივე დავუშვათ ლიეჟშიც, რომ სახეს მალავენ ვიღაცეები და გარბიან ხო... ძალიან სამარცხვინო და უხარისხოა ეს ყველაფერი. რა ხარისხის ხელისუფლებაც არის, იმ ხარისხით ასრულებენ ყველაფერს. რეალურად, სამწუხაროდ ეს არის რაღაც ოჯახურ გარჩევას ემსგავსება. ანუ ორი პოლიტიკური ძალა იბრძვის მემკვიდრეობისთვის. ანუ კოლექტიური მურუსიძისთვის. ვინ იქნება მურუსიძის პატრონი ეს არის მთავარი გასარჩევი. ეს არის მთავარი გასარჩევი. ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა ქართული სახელმწიფოსთვის და მისი მომავლისთვის,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.