გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური მიმდინარე წელს ადმინისტრირებას უწევს 22 სოციალურ პროგრამას:
- „ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა“
- „სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა“
- „ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა"
- „მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა“
- „დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა"
- „დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა“
- „უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა“
- „ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა“
- „უხუცეს პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“
- „სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა“
- „სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“
- „სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა“
- „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა“
- „მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა“
- „სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა“
- „სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა“
- „მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა"
- „ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“
- „ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა“
- „სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა“
- „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“
2022 წლის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 4 405 000 ლარია, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი (1 ნოემბრის მდგომარეობით) 3 490 552 ლარს (78%) შეადგენს.
გარდაბნის მუნციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამებით სარგებლობა შეუძლია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს გარდაბის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N17 დადგენილებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.