იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - წყალტუბოში 33 ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 სექტემბერი 2022

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა- რა გახდა 33 წლის ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია.

არსებული ინფორმაციოთ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში 33 ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა.

ადგილობრივები მომხდარის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა ორ ვერსიაზე საუბრობენ.

მათი თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა.

ცეცლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა და მანაც დაზიანებები მიიღო, ის ამჟამად კლინიკაშია.

რაც შეეხება ქალს, ის გონზე იყო, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა, მას სხეულის 35% ქონდა დამწვარი. შემთხვევა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია